საქართველოში COVID19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 385 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 652 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 733 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%, ბოლო 14 დღის - 1.32% ხოლო 7 დღის - 1.20%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 591-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა - 13, იმერეთი - 39, ქვემო ქართლი - 7, შიდა ქართლი - 14, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11, კახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 281 საიდანაც, 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 189, აჭარაში - 13, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 47, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 1 944 ადამიანი სახლში მკურნალობს.