ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრი: ბრაზილია ომისა და სანქციების წინააღმდეგია

"ბრაზილია გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ მოსკოვის წინაააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება", - ამის შესახებ ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრმა, პაულო გუდესისმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ბრაზილია ომისა და სანქციების წინააღმდეგია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და სანქციების გაუქმებას,“ - აღნიშნა ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრმა.


შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ასევე წაიკითხეთ:

იაპონია უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებებს მიაწვდის

გაერო: უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა