ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა

ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით, გერმანიის ქალაქ მანჰეიმში ჩავა, ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია Xinhua-ს წერს.

როგორც „სინჰუა“ წერს, რომ კასპიისა და შავ ზღვებს ახალი მარშრუტი სარკინიგზო და საზღვაო გზებით კვეთს. პირველი შემადგენლობა ამ სარკინგზო ხაზით ტვირთი 13 აპრილს ქალაქ სიანიდან გააგზავნეს. მატარებელს გადააქვს სპორტული პროდუქცია.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი მარშრუტი იმ ქვეყნებსა და რეგიონებს გაივლის, რომლებითაც მანამდე იშვიათად სარგებლობდა ჩინეთის სარკინიგზო შემადგენლობა. საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის, "სიანი", წარმომადგენლობაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი გადაზიდვების ეფექტურობა გაიზრდება, ხარჯები კი შემცირდება. ასეთი მარშრუტი "წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას ჩვენი კომპანიისთვის ექსპორტის სტაბილიზაციისთვის“, - განმარტავს კომპანიის მენეჯერი.