აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის ძალებს. შესაბამის ტექსტს ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„ჩვენი სამხედრო ოფიცრები და სამოქალაქო პირები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციებმა თავისი თანამშრომლების წარმატებული კარიერის უზრუნველსაყოფად შექმნას წვრთნის, დაწინაურებსა თუ პირადი მხარდაჭერის შესაძლებლობები.
15 აპრილს აშშ-ის მრჩეველმა მაიკ მეისლიმ ბრწყინვალების მონეტა გადასცა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე ნინო არბოლიშვილს. ამ მონეტით აღინიშნება მისი შესანიშნავი ინიციატივა სამინისტროს რესურსების მართვის სისტემების გასაძლიერებლად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალების მზადყოფნისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.