379 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

379 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 1 784 ადამიანს დაუდასტურდა.

ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე 17 791 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც, 5 701 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

1 013 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379.