უკრაინაში, კიევში საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული 3 ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სხვა ქართველ მეომრებთან ერთად, დაღუპული მებრძოლების – ზაზა ბიწაძის, არკადი კასრაძისა და ალიკა ცაავას ხსოვნას პატივი უკრაინელმა თანამებრძოლებმა და მოქალაქეებმა მიაგეს.
ცნობისთვის, სამივე დაღუპულს ვარშავის გავლით საქართველოში გადმოასვენებენ.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა