"24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინა 5 012 708 ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 12,1 პროცენტს შეადგენს", - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინელების უმეტესობა პოლონეთში გადავიდა, ნაწილი კი უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, რუსეთსა და ბელარუსში. ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა 90 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ასევე წაიკითხეთ:
გაერო: უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა