თბილისში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ცოტა ხნის წინ თბილისში, ბაზრობა "თერგის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. აქცია გარემოვაჭრეებმა გამართეს.

როგორც ცნობილია, მოვაჭრეები მერიისგან მუშაობის უფლებას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით, დაწესებული შესზღუდვების გამო მათი მდგომარეობა ყოველდრიურად მძიმდება და, თუ ამ დღეებში მათ მერია დახლების გახსნის უფლებას არ მისცემს, მათი ოჯახები ახალ წელს მშივრები შეხვდებია.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მოვაჭრეებმა პროდუქტი გამოიტანეს გასაყიდად, მაგრამ მერიის წარმომადგენლებმა მუშაობიც უფლება არ მისცეს და მოუწოდეს მოვაჭრეებს დაშლილიყვნენ.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, თუ მათ მუშაობის უფლება არ მიეცემათ, პერმანენტულ აქციებს გამართავენ და გზის გადაკეტვით იმუქრებიან