ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაერო-ში, ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს, ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია, – ამის შესახებ სენატორმა კრის კუნსმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება და საქართველოში, მოლდოვაში, ყირიმში, დონბასში საერთო ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რაც კეთდება.
„დასავლეთიდან საჭიროა გაერთიანებული რეაგირება იმისთვის, რომ განმეორებითი რეპრესია და ოკუპაცია უკუგდებულ იქნას. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ახლა დასავლეთი აჩვენებს ერთობას, რომ რეაგირება მოახდინოს ამ სასტიკ დაპყრობაზე, რაც უკრაინასთან მიმართებით ხდება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის წინაშე ახლა ხდება დანაშაულის ჩადენა უკრაინაში, ჩვენ უფრო ძლიერ და მაღალტექნოლოგიურ იარაღს მივაწვდით უკრაინას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ. რაც შეეხებათ ქართველებს, მათ იციან ეს ტკივილი რაც რუსების შემოსვლასთან და აგრესიასთანაა კავშირში“, - აღნიშნა სენატორმა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით ექვსი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში.
„ჩვენ კიდევ სხვადასხვაგვარად ვუწევდით მხარდაჭერას: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობდით ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გამყარებას. უკვე 56 დღეა, რაც პუტინისა და რუსეთის სასტიკი აგრესია მიმდინარეობს. ჩვენ ყველას გვამხნევებს უკრაინელების სიმამაცე და ძალა. ჩვენ, ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაერო-ში და ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა, ერთად დავდგეთ“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. დელეგაციის წევრებმა ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში პრესკონფერენცია გამართეს.