ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ისრაელი, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც პანდემიას დაძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს.
„მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, ვაქცინაციის გასაოცარი კამპანიის და მეორე მხრივ, ლოკდაუნის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, კორონავირუსის პანდემია დავძლიოთ და ჩვენ, სავარაუდოდ, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გავხდებით, რომელიც პანდემიას დაძლევს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელში 27 დეკემბრიდან ლოკდაუნი ამოქმედდება. გამკაცრებული რეგულაციების თანახმად, მოქალაქეებს გადაადგილება სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში შეეძლებათ, თუ საქმე კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებას ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებას არ ეხება.