ქუთაისში მოვაჭრეებმა აქცია გამართეს, ისინი ბაზრის გახსნას მოითხოვენ

ქუთაისში შპს "იმერეთის" ბაზრობის მოვაჭრეები მესამე დღეა ბაზრობის შესასვლელთან არიან თავმოყრილნი, მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ისინი ბაზრობის რამდენიმე დღით გახსნას მოითხოვენ.

მოვაჭრეების თქმით, ბაზრობაზე დისტანციისა და ყველა რეგულაციის დაცვაა შესაძლებელი, ამიტომ მთავრობამ მათთვის გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ ისინი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ასეულობით ადამიანი იძულებულია ქუჩაში გამოვიდეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ რამდენიმე ათასი ლარის სეზონური პროდუქცია რჩებათ გაუყიდავი, რაც მათ კიდევ უფრო დააზარალებს.

მოვაჭრეები ფართომაშტაბიან საპროტესტო აქციებს აანონსებენ.