22 აპრილს ქუთაისში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ბორჯომში დღისით +20, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
რუსთავშიც უნალექო ამინდია. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.