"ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ფართო წარმომადგენლობასთან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა კრის კუნსიმ განაცხადა.
"დემოკრატია მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარება საქართველოს ყველა ამ მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლეების გადამზადება, უსაფრთხოების მხარდაჭერა, ეკონომიკის გაძლიერება და [ქვეყნის] განვითარება. ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგამად საჭიროა რეფორმების გაგრძელება საქართველოში. ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა და ვაფასებთ რომ დრო დაგვითმეთ და ვაფასებთ მედიის თავისუფლებას", - განაცხადა კუნსიმ.
ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს.