Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 178 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 709 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 469 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 161 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 076.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 291.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 795 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 20, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 7, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 964 საიდანაც, 335 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 185, აჭარაში - 12, იმერეთში - 87.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 629 ადამიანი სახლში მკურნალობს.