ჩინეთის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა - CCTV

ჩინეთის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქე შადიდ აბდულმატინს 21 წლის ქალის, მისი ყოფილი შეყვარებულის განზრახ მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV.

განაჩენის მიხედვით, ლოს-ანჯელესში დაბადებულმა ინგლისური ენის მასწავლებელმა ცივი იარაღით სახისა და ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 21 წლის მეგობარ ქალს, რომელსაც მასთან ურთიერთობის დასრულება სურდა. აბდულმატინი ქალთან განშორების წინააღმდეგი იყო. ისინი 2019 წლიდან ურთიერთობდნენ. მკვლელობა 2021 წლის ივნისში, ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს მოხდა.


Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის აკვირდება საკითხს, მაგრამ კონფიდენციალურობის გათვალისწინებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს.