იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“ 2003 წლის შემდეგ პირველად კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორია უწოდა. ამის შესახებ Kyodo იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
ამასთანავე დიპლომატიურ წიგნში გაკეთდა ჩანაწერი, რომ კურილიის კუნძულები იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა. Kyodo-ს ცნობით, ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა 2011 წელს მიღებულ დოკუმენტში.
ადრე იაპონიის ხელისუფლება არ იყენებდა სიტყვა „ოკუპაციას“ კურილიის სამხრეთ ნაწილთან მიმართებით და მხოლოდ იმას აცხადებდა, რომ იაპონიის სუვერენიტეტი ვრცელდება ამ კუნძულებზე.
საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადაო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.
ასევე წაიკითხეთ