მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა

მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ექიმი სავარაუდოდ თრომბით გარდაიცვალა.

„ავერსის“ კლინიკის თანამშრომელმა განაცხადა, რომ 23 წლის ექიმს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ კლინიკაში მეორე მორიგეობა ჰქონდა.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ექიმი გარდაცვლილი საავადმყოფოს საპირფარეშოში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.