საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 10:54 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდასთან, სოფელ საღამოსთან იყო.