საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულები შეიწყალა.
რვა მსჯავრდებულ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 7 ქალი. შეწყალებულთაგან 6 მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.