იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე კატებს ხატავდა და ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა. ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
„გიდასტურებთ, პირი იდენტიფიცირებულია. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. საქმე რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი პირი, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა“, – განაცხადეს აშშ-ში.