რუსეთი Sarmat-ის კონტინენტთაშორის ბირთვულ რაკეტებს შემოდგომაზე ციმბირში განათავსებს.ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
როგოზინის თქმით, რაკეტები თანმხლებ ქვედანაყოფთან ერთად ციმბირში, კრასნოიარსკის ოლქში განთავსდებიან (მოსკოვიდან 3 000 კმ). სარმატის ტიპის ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია იერიში მიიტანოს ათასობით კილომეტრით მოშორებულ სამიზნეებზე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
სარმატის ტიპის ბალისტიკური რაკეტა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 აპრილს გამოცადა.