ესპანეთსა და შვედეთში Covid-19-ის ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა

ესპანეთსა და შვედეთში Covid-19-ის ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფრომაციით, ერთ-ერთი დაინფიცირებული ესპანეთში ბრიტანეთიდან ჩავიდა, დანარჩენი სამი დაინფიცირებული კი მისი ოჯახის წევრები არიან.

ოთხივე პირი სიმპტომების გამოვლინების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს, კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა შვედეთშიც.

შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი დაუფიქსირდა მოგზაურს, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა.

ჯანდაცვის სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა ბიფორსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოგზაური იზოლირებული იყო და მისგან გადადების სხვა შემთხვევა არ გამოვლენილა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. თითოეული შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას უკავშირდება.