მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

მეუფე იაკობს კვლევები ამ ეტაპზეც უტარდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 119 კოიდინფიცირებული.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 220 508-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 200 339-მდე.