მექსიკაში კორონავირუსის 9,679 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
ამავე მონაცემებით, 665 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ჯამში 1,372,243 შემთხვევა აღირიცხა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 121,837-ს შეადგენს.
მთავრობა აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა სავარაუდოდ მკვეთრად მაღალია, ვიდრე ამას დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა აჩვენებს.