იაპონია კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შეზღუდავს. წერს Reuters-ი.
გადაწყვეტილება, რომელიც 28 დეკემბრიდან შევა ძალაში, იანვრის ბოლომდე იმოქმედებს და ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირებას უკავშირდება.
კორონავირუსის ახალი სახეობა დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. რიგმა კომპანიებმა უკვე განაცხადეს, რომ ახალი ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგაც ეფექტური იქნება.