უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.
„ვუსურვებ მას ახალ წარმატებებს ხალხის სასიკეთოდ. ვაფასებ მის მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მივდივართ წინ ახალი საერთო გამარჯვებებისკენ, ძლიერი და ერთიანი ევროპისკენ!" - აღნიშნა ზელენსკიმ.
საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მიიღო, მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%.
„ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა“, - მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა.
ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები აღიარა.
- ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა
- BBC: ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მარცხი აღიარა