ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში მდებარე ნავთობის საცავში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„არ არსებობს პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ხანძარი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება, თუმცა რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ უკრაინულმა ვერტმფრენებმა იერიში მიიტანეს ამ ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებზე, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა“, - წერს სააგენტო Reuters-ი.
ამასთან, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.