"უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
„ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ ჩვენ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება”, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
თავდაცვის მინისტრი: უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო პირველ ადგილზეა