ენტონი ბლინკენი: რუსეთი ომის მიზნებს ვერ აღწევს

„რუსეთი ვერ აღწევს ომის მიზნებს, უკრაინა კი წარმატებას აღწევს. რუსეთის პრინციპული მიზანია უკრაინის სრულად დაპყრობა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინაში ვიზიტისა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან 3-საათიანი საუბრის შემდეგ, ჟურნალისტებთან. 

„რუსეთი ვერ აღწევს ომის მიზნებს, უკრაინა კი წარმატებას აღწევს. რუსეთის პრინციპული მიზანია უკრაინის სრულად დაპყრობა. ჩვენს სტრატეგიას, უკრაინის მხარდაჭერსა და რუსეთზე ერთობლივ ზეწოლას, 30-ზე მეტი ქვეყნის სოლიდარობასა და ძალისხმევას რეალური შედეგები მოჰყვა“, - განაცხადა ბლინკენმა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ამავე თემაზე