მონტენეგროს პრეზიდენტი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კორონავირუსზე ჩატარებულმა ყველა ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი სტაბილურია და პრეზიდენტი შეზღუდვების გარეშე განარძობს უფლებამოსილების შესრულებას.