აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთთან დაპირისპირებაში კიევის საბოლოო წარმატებამდე გაგრძელდება. რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ამ ომის დანარჩენი პერიოდი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო წარმატებას არ დავინახავთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდნენ.
ამავე თემაზე