აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკელი ვეტერანი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკი წარდგენის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.
ბრიჯიტ ბრინკი, საგარეო სამსახურის უფროსი წევრი, ამჟამად მსახურობს აშშ-ის ელჩად სლოვაკეთის რესპუბლიკაში. მანამდე მუშაობდა ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„ბრიჯიტ ბრინკი ასევე მსახურობდა მისიის უფროსის მოადგილედ აშშ-ის საელჩოებში ტაშკენტში, უზბეკეთსა და თბილისში, საქართველოში. ბრინკმა თავისი ოცდახუთწლიანი კარიერა საგარეო სამსახურში გაატარა, რომელიც ორიენტირებულია აშშ-ს პოლიტიკის წინსვლაზე ევროპასა და ევრაზიაში.
არიერა სერბეთში, ბელგრადში დაიწყო. წარმოშობით მიჩიგანიდან, ბრიჯიტ ბრინკს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ თეორიაში ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში, ასევე ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში კენიონის კოლეჯიდან. ფლობს რუსულ ენას და სწავლობს სლოვაკურს, სერბულს, ქართულსა და ფრანგულს.
ცნობისათვის, ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება.