რუსულ ავიაგადმზიდავ „აეროფლოტს“ მგზავრთნაკადი მარტში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.4% -ით შეუმცირდა. ავიაკომპანიის შემადგენლობაშია კომპანია „პობედა“ და „რაკეტა“. ინფორმაცია ჯგუფის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
შიდა ხაზებით, მარტში კომპანიამ 2 მილიონი ადამიანი გადაიყვანა, რაც გასულ წელთან შედარებით 15,7%-ით ნაკლებია. საერთაშორისო ხაზებით მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი 50%-ით დაეცა და 189 ათასი შეადგინა.
ყველაზე მეტად მგზავრთნაკადი (32,1%) შეუმცირდა „აეროფლოტს“, ყველაზე ნაკლებად სანქციებისგან დაზარალდა „პობედა“, რომლის მგზავრთნაკადი 7,3%-ით დაეცა.
11 აპრილს ევროკავშირის ფრენების უსაფრთხოების კომიტეტმა 21 რუსული ავიაკომპანია სახიფათო ავიაგადამზიდავების სიაში შეიტანა, რომელთაც ევროზონაში ფრენები შეზღუდული ან აკრძალულ აქვთ. რადგან ეს ავიაგადამზიდავები უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობენ.
ამ სიაში მოხვდა ავიაკომპანია „აეროფლოტი“, „რუსეთი“, „პობედა“, S7-ი, Utair-ი, Nordwind-ი, „ავრორა და „იჟავია“. რუსეთის ფედერაციის ავიაგადმზიდავები „შავ სიაში“ მოხვდნენ ევროკომისიის მიერ მარტში მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც საშუალებას აძლევდა რუსულ ავიაკომპანიებს დაერეგისტრირებინათ უფლებები იჯარით უცხოურ თვითმფრინავებზე და გადაეცათ შიდა საფრენოსნო სერტიფიკატები ასეთ თვითმფრინავებზე.
ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში, ადინა ვალიანმა განაცხადა, რომ ამ ავიაკომპანიების „შავ სიაში“ მოხვედრა არ უკავშირდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს და აღნიშნული ტექნიკური და უსაფრთხოების ზომებითაა ნაკარნახევი.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის იჯარით აღებული თვითმფრინავების დათმობა „ავიაციის გარეშე დარჩენას ნიშნავს“. ამავდროულად, მან გააფრთხილა, რომ ეს თვითმფრინავები ვეღარასდროს შეძლებენ ფრენას იმ ქვეყნებში, რომლებიც სანქციებს ახორციელებენ. „იმის გამო, რომ სხვისი ქონება წავიღეთ“ თითქმის 200 თვითმფრინავი ხელმისაწვდომია.
ასევე წაიკითხეთ