ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.
როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების შესაძლო პროცესის მიმდინარეობისას.
არსებული ინფორმაციით, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები აპირებენ, რომ 16 მაისის კვირაში შეხვდნენ და ამის შემდეგ, საჯაროდ გამოაცხადონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.
ასევე წაიკითხეთ:
NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ
ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს