საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოვლინდა 62 ახალი შემთხვევა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 576 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 245 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 331 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.35%, ბოლო 14 დღის - 1.13% ხოლო 7 დღის - 1.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 104 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 108-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 62 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარა - 2, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 2, შიდა ქართლი - 1, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 441 საიდანაც, 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 192, აჭარაში - 11, იმერეთში - 76. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 74 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, აჭარაში - 5, იმერეთში - 9. 1 108 ადამიანი სახლში მკურნალობს.


ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამასთან, ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.