ბოლო 24 საათში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 377 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 3 208 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.