რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ ბულგარეთის გაზის კომპანია Bulgargaz-ს აცნობა, რომ მიწოდებას 27 აპრილიდან შეუწყვეტს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს.

უწყების ცნობით, ალტერნატიული მიწოდების უზრუნველყოფისთვის ხდება ზომების მიღება და გაზის მოხმარების შეზღუდვის საჭიროება არ დადგება.

„ბულგარეთმა სრულად შეასრულა თავისი ვალდებულებები და გაზის საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით გადაიხადა“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

„თუმცა, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ახალი ორეტაპიანი გადახდის პროცედურა (გადახდა სპეციალური ანგარიშებით Rosbanks - ES) არ შეესაბამება მოქმედ კონტრაქტს და მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ბულგარეთს,“- დასკვნა სამინისტრომ.


მანამდე, პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PGNiG-მ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ 27 აპრილიდან პოლონეთისთვის მთლიანად შეაჩერებს გაზის მიწოდებას.

მანამდე, პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი.


1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. 


ასევე წაიკითხეთ

„გაზპრომი“ პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს