თეგი: გაზპრომი

Spiegel: „გაზპრომმა“ შესაძლოა გერმანიაში შვილობილ კომპანიაზე უარი თქვას

რუსული გაზის მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ შესაძლოა შვილობილ Gazprom Germania-ზე უარი თქვას. ამის შესახებ Spiegel წერს.  „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ Gazprom Germania GmbH-სა და მასთან კავშირში მყოფ Gazprom Marketing & Trading-სგან დისტანცირდება. ამ დროისთვის მეტი დეტალი არაა ცნობილი.  ამ დრომდე რუსული გაზის გიგანტი ამ კომპანიის ერთად-ერთი მფლობელი იყო. თავის მხრივ Gazprom Germania-ს აქვს შვილობილი კომპანიები შვეიცარიასა და ჩეხეთში.  ჯერ ცნობილი არაა, რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება რუსეთიდან გერმანიაში გაზის ექსპორტზე.  გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული გაზის მიწოდების შწყვეტის შემდგომი სცენარისთვის ემზადება. ამ შემთვევაში ერთ-ერთ საკითხი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაა. ამის შესახებ Handelsblatt -მა 31 მარტს სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.  30 მარტს გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. Bloomberg-ის ცნობით  „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. 31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლებში გაზზე გადახდის სისტემა მომავალში სხვა რუსულ საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება

რუსეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერი დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლებში გაზზე გადახდის სისტემა მომავალში სხვა რუსულ საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება. ამის შესახებ მან სახელმწიფო ტელეარხ „რასია 1“-ის ეთერში განაცხადა. "მყიდველები როგორც იხდიდნენ, ისევე გადაიხდიან ევროში იმ ერთეულებში, რომლებიც ხელშეკრულებებშია მითითებული. თუმცა, ამასთან, საბოლოო გადახდა გამყიდველს, „გაზპრომს“ სწორედ რუბლებში მიეწოდება, ევროებით რუსული რუბლის შეძენის გზით“ , - განაცხადა პესკოვმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება დმიტრო კულება: რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ცნობისთვის, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს

გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი Gazprom Germania-ს დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს. 30 სექტემბრამდე „გაზპრომის“ შვილობილი გერმანიის ფედერალური ქსელების სააგენტოს მფლობელობაში გადავა. ამის შესახებ Bloomberg გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკზე დაყრდნობით წერს. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ამ ნაბიჯის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ  Gazprom Germania ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვან გაზის ინფრასტრუქტურას მართავს. გარდა ამისა, მისი თქმით, 31 მარტს „გაზპრომმა“ შეწყვიტა მონაწილეობა Gazprom Germania-ში და მის აქტივებში ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე და ამით დაარღვია ადგილობრივი კანონები. გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული გაზის მიწოდების შწყვეტის შემდგომი სცენარისთვის ემზადება. ამ შემთვევაში ერთ-ერთ საკითხი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაა. ამის შესახებ Handelsblatt -მა 31 მარტს სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.  30 მარტს გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. Bloomberg-ის ცნობით  „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. 31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

Reuters: გაზპრომს ევროპაში ექსპორტი 2022 წელს შესაძლოა, 1/3 -ით შეუმცირდეს

რუსული გაზის გიგანტ „გაზპრომს“, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, შესაძლოა ევროპაში გაზის ექსპორტი წლის ბოლომდე 1/3-ით შეუმცირდეს. ამის შესახებ Reuters ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს. რუსეთი ევროპას მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40%-ს აწვდის, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპა ცდილობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. ანალიტიკოსების შეფასებით, მას შემდეგ რაც რუსეთმა „არამეგობრულ ქვეყნების“ გაზის საფასურის გადახდა რუბლში დააკისრა, კრემლის გადაწყვეტილებამ რუსული გაზის ექსპორტის პერსპექტივები შეარყია. „ევროპამ ამ ფაქტს „შანტაჟი“ უწოდა და თითქმის ერთხმასდ თქვა უარი გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე“, - წერს სააგენტო. ანალიტიკოსების პროგნოზით, „გაზპრომის“ ექსპორტი ევროპაში 2022 წელს დაახლოებით 40-45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდება. 2021 წელს ევროპამ რუსეთისგან 150 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. „გაზპრომში“ ევროპაში რუსული გაზის სამომავლო პერსპექტივაზე ლაპარაკი არ სურთ. კომპანიამ Reuters კითხვებს არ უპასუხა. ანალიტიკოსების შეფასებით, 2021 წელს ევროკავშირის ბაზარზე რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებელი გერმანია იყო, რომელმაც „გაზპრომისგან“ 45,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. მეორეა იტალია [20,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი], მესამე კი ავსტრია [13,2 მილიარდი კუბური მეტრი]. ამ დროსთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე მხოლოდ უნგრეთია თანახმა.  რუსული ტრანსნაციონალური კომპანია „გაზპრომი“ 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 15 აპრილის პერიოდში გაზის ექსპორტის შემცირების შესახებ აცხადებს. კერძოდ, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიას გაზის ექსპორტი 26,4%-ით შეუმცირდა და 44,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. მონაცემი კომპანიის Telegram არხზეა ხელმისაწვდომი. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო

ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

ნიდერლანდები რუსული გაზისა და ქვანახშირის შესყიდვას წლის ბოლოსთვის შეაჩერებს. ამის შესახებ ნიდერლანდების კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა რობ იეტენმა განაცხადა. ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ ზამთრისთვის გაზსაცავები მაქსიმალურად შეივსება, რასაც ძირითადად ენერგეტიკული კომპანიები გააკეთებენ. „კომპანიები არ დგანან ფინანსური რისკის წინაშე, რადგან გაზი ახლა საკმაოდ ძვირია. ნიდერლანდების ხელისუფლება მოიფიქრებს სქემას, რომლითაც ფასში სხვაობის კომპენსაცია მოხდება“. სახელმწიფო კომპანია Energie Beheer Nederland (EBN) გაზსაცავ Bergermeer-ს 70%-ით შეავსებს. ჯამში ამ რესურსის ღირებულება 623 მილიონი ევროა. ამასთან, ნიდერლანდები გეგმავს თხევადი გაზის იმპორტის გაზრდას და ნედლეულს როტრდამსა და ემსხაფენში დაასაწყობებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს

ნორვეგია გაზის მოპოვებას ზრდის

აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი დიდი მომპოვებელი, ნორვეგია სიმძლავრეს ზრდის. მარტში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოპოვება 6,3%-ით გაზარდა. ინფორმაციას ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსების (NPD) სამმართველო ავრცელებს. ნორვეგიულ გაზზე მოთხოვნა 2021 წლის შემოდგომიდან გაიზარდა, როცა ევროპაში ენერგოკრიზისის შედეგად გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ნორვეგია არაა ევროკავშირის წევრი, თუმცა რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაშია, ამიტომ ბოლო კვირებში მაქსიმალურად ცდილობს გაზის მიწოდება გაზარდოს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ ნორვეგიის მთავრობამ ევროპაში გაზზე გაჩენილი მოთხოვნის დასარეგულირებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესახებ განაცხადა. ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა კომპანია Equinor-ს ტროლში, ოზებერგსა და ჰეიდრუნისაბადოს საბადოებზე ნედლეულის მოპოვებისა და ექსპორტის უფლება მისცა. ამასთან, Equinor-ი გეგმავს თხევადი გაზის საწარმოს გაშვებას ჰამერფესტში, მას შემდეგ, რაც იქ 2020 წელს ხანძარი მოხდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

SOCAR: აზერბაიჯანი რუსულ გაზს რუბლში არ იყიდის

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა (State Oil Company of Azerbaijan Republic) განაცხადა, რომ აზერბაიჯანი რუსულ გაზში რუბლს არ გადაიხდის. SOCAR-მა უარყო მედიით დღეს გავრცელებული ინფორმაცია გაზის რუსული რუბლით შესყიდვის შესახებ. რუსეთი აზერბაიჯანს ბუნებრივ აირს „აზერკონტრაქტსა“ და „გაზპრომს“ შორის 2021 წლის ივლისში მხარეებს შორის„სეზონური გაცვლის“ შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აწვდის. ხელშეკრულების ვადა 2023 წელს იწურება. ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მიწოდებას ზაფხულის სეზონზე ითვალისწინებს. მიწოდების მოცულობას მოპოვება და აზერბაიჯანის მოთხოვნა განსაზღვრავს. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო

რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ ბულგარეთის გაზის კომპანია Bulgargaz-ს აცნობა, რომ მიწოდებას 27 აპრილიდან შეუწყვეტს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს. უწყების ცნობით, ალტერნატიული მიწოდების უზრუნველყოფისთვის ხდება ზომების მიღება და გაზის მოხმარების შეზღუდვის საჭიროება არ დადგება. „ბულგარეთმა სრულად შეასრულა თავისი ვალდებულებები და გაზის საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით გადაიხადა“, - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში. „თუმცა, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ახალი ორეტაპიანი გადახდის პროცედურა (გადახდა სპეციალური ანგარიშებით Rosbanks - ES) არ შეესაბამება მოქმედ კონტრაქტს და მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ბულგარეთს,“- დასკვნა სამინისტრომ. მანამდე, პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PGNiG-მ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ 27 აპრილიდან პოლონეთისთვის მთლიანად შეაჩერებს გაზის მიწოდებას. მანამდე, პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  ასევე წაიკითხეთ „გაზპრომი“ პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

„გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა

პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია PGNiG-მ განაცხადა, რომ „გაზპრომი“ 27 აპრილიდან პოლონეთისთვის მთლიანად შეაჩერებს გაზის მიწოდებას. „PGNiG-მა მიიღო წერილი „გაზპრომისგან“ იამალის კონტრაქტით გაზის მიწოდების სრული შეჩერების შესახებ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მის ვებგვერდზე. PGNiG-მა უარი თქვა რუსული გაზის მიწოდების საფასურის გადახდაზე რუბლებში სავალდებულო კონვერტაციით, წერს „ინტერფაქსი“, კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით. „გაზპრომ ექსპორტი“ მიწოდებას 27 აპრილს მოსკოვის დროით 9:00 საათზე შეწყვეტს. რუსული კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწოდება შეჩერდება დროზდოვიჩის, ვისოკოეს, ტეტეროვკასა და კონდრატკის მიწოდებისა და მიღების პუნქტებით, ანუ რუსული გაზის პოლონეთში შესვლის ყველა პუნქტით. PGNiG-ის თქმით, მიწოდების შეჩერება არღვევს ხელშეკრულებას და კომპანია „გადადგამს შესაბამის ზომებს ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად“. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში PGNiG-ის მიერ იმპორტირებული გაზის 53% „გაზპრომმა“ მიაწოდა. პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთიდან გაზის მიწოდების ნებისმიერი შეფერხებისთვის. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. ევროკომისიამ მიიჩნია, რომ რუსეთის მიერ ამ მოთხოვნების შესრულება სანქციების დარღვევა იქნებოდა. 2019 წლის ნოემბერში PGNiG-მა აცნობა „გაზპრომს“ და „გაზპრომ ექსპორტს“, რომ არ აპირებდა გაზის შესყიდვის ხელშეკრულების განახლებას, რომელიც სრულდება 2022 წლის 31 დეკემბერს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლების სურვილით ახსნა და ენერგომომარაგების უსაფრთხოებით. ვარშავა ელოდება, რომ „გაზპრომიდან“ გაზის მიწოდებას, ჩაანაცვლებს Baltic Pipe გაზსადენით, რომელიც ბუნებრივ აირს ნორვეგიიდან პოლონეთში გადაიტანს. მისი ექსპლუატაცია 2022 წლის პირველ ოქტომბერს იგეგმება.  მანამდე, პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა სანქციების პირველი სია, რომელშიც შესულია რუსული „გაზპრომი“ და რიგი რუსი და ბელორუსი ოლიგარქები - სულ 50 იურიდიული და ფიზიკური პირი.  ასევე წაიკითხეთ  პოლონეთმა „გაზპრომისა“ და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ევროკომისიის პრეზიდენტი: პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის შეწყვეტა, კრემლის კიდევ ერთი პროვოკაციაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტის  გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა. მისი თქმით, პოლონეთი და ბულგარეთი, რომლებსაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ბუნებრივ აირს ევროკავშირის წევრი მეზობლებისგან იღებენ. "პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ „გაზპრომის“ გადაწყვეტილებამ უმცირესი შესაძლო გავლენა იქონიოს ევროპელ მომხმარებლებზე. დღეს წევრი ქვეყნები გაზის საკოორდინაციო ჯგუფის ფორმატში შეხვდნენ. პოლონეთმა და ბულგარეთმა მოგვაწოდეს ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. როგორც პოლონეთი, ასევე ბულგარეთი ახლა გაზს ევროკავშირს წევრი მეზობლებისგან იღებენ". – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  ასევე წაიკითხეთ:  „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

ბულგარეთისა და პოლონეთის მთავრობები „გაზპრომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდას თქმით, „გაზპრომის“ წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება. ის დარწმუნებულია, რომ პოლონური გაზის კომპანიები კომპენსაციას მიიღებენ რუსული მხარისგან გაზის მიწოდების შეწყვეტისა და ხელშეკრულების დარღვევისთვის. „პოლონური კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ კონტრაქტები რუსული გაზის მიწოდებაზე, შეწყვეტილი ხელშეკრულების წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამენ. მე მტკიცედ მჯერა, რომ ისინი აიღებენ კომპენსაციას შეთანხმების დებულებების დარღვევისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“, - თქვა დუდამ ჩეხეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნიკოლოვმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ბულგარეთის მთავრობა მოსკოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოებისთვის მზადაა მას შემდეგ, რაც რუსულმა ენერგოგიგანტმა, „გაზპრომმა“ ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. „ბულგარგაზმა ტრანზაქცია შეასრულა, რის შემდეგაც თანხა „გაზპრომიდან“ უკან დაბრუნდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონტრაქტის დარღვევაზე, მაშინ სამართლებრივი პერსპექტივიდან აბსოლუტურად ნათელია, ვინ დაარღვია კონტრაქტი". - თქვა ნიკოლოვმა. ბულგარეთის გაზის მარაგების 90% რუსეთიდანაა იმპორტირებული. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბულგარეთი იმპორტის სხვადასხვა მიმწოდებელზე გადანაწილების გეგმას განიხილავს და სხვა რეგიონებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ცდილობს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის თქმით, ქვეყანაში Świnoujście-ის ტერმინალი ექვსი მილიარდი კუბური მეტრიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოებას რვა მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ასევე, ნორვეგიაში ახალი ბალტიის გაზსადენის მშენებლობა 3 თვეში დასრულდება, რომელიც პოლონეთს 10 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდის. გარდა ამისა, პოლონეთს ხუთ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი LNG სლოვაკეთთან მშენებარე ახალი ტრანსსასაზღვრო მილსადენიდანაც მიეწოდება. 27 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტის  გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა  რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

Bloomberg: ოთხმა ევროპულმა კომპანიამ გაზის საფასური რუბლში გადაიხადა

Bloomberg-ის ცნობით,  ოთხმა ევროპელმა კომპანიამ რუსული გაზის მიწოდების საფასური რუბლში გადაიხადა. სავარაუდოდ, თუ სხვები უარს იტყვიან კრემლის მოთხოვნის შესრულებაზე, მაისის მეორე ნახევრამდე, რუსეთი მიწოდებას შეწყვეტს. რუსეთი გაზს ევროპის 23 ქვეყანას აწვდის. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ათმა ევროპულმა კომპანიამ გახსნა ანგარიშები Gazprombank-ში, რაც საჭიროა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდისთვის. 27 აპრილს ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთისა და ბულგარეთისთვის „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტის  გადაწყვეტილებას "კრემლის კიდევ ერთი პროვოკაცია" უწოდა და მოსკოვი ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროკავშირის შანტაჟში დაადანაშაულა. „გაზპრომმა“ პოლონეთსა და ბულგარეთს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეწყვიტის შესახებ აცნობა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა უნდა გახსნას ანგარიში „გაზპრომბანკში“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.  ასევე წაიკითხეთ: „გაზპრომმა“ პოლონეთს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ აცნობა  რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს

რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს

გაზპრომი 2022 წელს 494,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებას გეგმავს. ამის შესახებ, კორპორაციული ჟურნალის კონცერნის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი მარკელოვმა TASS განუცხადა. თავის ტრადიციულ აპრილის ინტერვიუში მარკელოვი  წარმოების ოფიციალური გეგმის შესახებ ლაპარაკობს და ციფრებსაც ასახელებს. „წლის განმავლობაში, გეგმა შეიძლება რამდენჯერმე გადაიხედოს ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე“, - ამბობს მარკელოვი. 2021 წლის დასაწყისში „გაზპრომის“ მიერ გაზის მოპოვების გაცხადებული გეგმა 496,9 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ფაქტობრივი წარმოება 2021 წელს გაიზარდა 514,8 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ასევე წაიკითხეთ კვლევა: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ენერგორესურსების გაყიდვიდან €63 მილიარდის შემოსავალი მიიღო

„გაზპრომმა“ პოლონეთის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი შეაჩერა

რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ პუტინის სანქციების გამო, პოლონეთის გავლით, ევროპაში გაზის ტრანზიტი შეაჩერა. მონოპოლისტი კომპანია, ტრანზიტისთვის „იამალი-ევროპის“ გაზსადენს აღარ გამოიყენებს, ამის შესახებ „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია სანქციები, რომლებიც კომპანია EuRoPol GAZ-ს დაუწესდა. ეს კომპანია „იამალი-ევროპის“ გაზსადენის პოლონეთის მონაკვეთს ფლობს. გასულ თვეში, მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ კომპანია აღარ გამოიყენებს აღნიშნულ გაზსადენს, რადგან მფლობელმა კომპანიამ კრემლის მოთხოვნა არ შეასრულა და გაზის საფასური რუბლში არ გადაიხადა. გაზსადენი „იამალი-ევროპა“ გადის რუსეთის, ბელორუსის, პოლონეთის და გერმანის ტერიტორიაზე, რომლის მეშვეობითაც ევროპას რუსული გაზის მცირე ნაკადები მიეწოდება. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ამ გაზსადენის გამტარუნარიანობა შემცირდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“. შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ახალი სანქციები გაზპრომბანკის" ხელმძღვანელებსაც შეეხებათ. ეს არის ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ევროპის უმეტესი ნაწილი რუსულ გაზს ყიდულობს. ასევე წაიკითხეთ „გაზპრომი“ პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

მარიო დრაგი: გერმანიამ გაზის საფასური რუბლში დაფარა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი აცხადებს, რომ ევროკავშირში, რუსული გაზის მსხვილმა იმპორტიორმა, გერმანიამ გაზის საფასური რუბლში დაფარა. Bloomberg-ის ცნობით, გერმანულმა კომპანია Uniper SE-მ, რომელიც რუსული გაზის მსხვილი შემსყიდველია, განაცხადა, რომ რომ საწარმოს ახალი სქემით გადახდები არ განუხორციელებია, ვინაიდან გადახდის ვადა მაისის ბოლოს იწურება. მანამდე Uniper-მა განაცხადა, რომ კომპანია შეძლებს გაზის მიწოდების შენარჩუნებას სანქციების დარღვევის გარეშე. ამავე დროს, მისმა წარმომადგენელმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, გახსნა თუ არა კომპანიამ  რუბლის ანგარიში „გაზპრომბანკში“. რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპული კომპანიები შეძლებენ რუსული გაზის რუბლში შესყიდვას ისე, რომ სანქციები არ დაარღვიონ. "არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ჩაითვლება სანქციების დარღვევად. არავის უთქვამს, რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს. ეს ისეთი ნაცრისფერი ზონაა", - თქვა დრაგიმ. DW - წერს, რომ ასეთი ინტერპრეტაცია აშკარად განსხვავდება ევროკავშირში ადრე გამოთქმული პოზიციისგან. ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: ”ჩვენი ახსნა ძალიან ნათელია: თუ ეს არ არის გათვალისწინებული კონტრაქტებით, მაშინ რუბლით გადახდა სანქციების დარღვევაა”. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება. 

Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა

ლონდონის საფონდო ბირჟამ განაცხადა, რომ კომპანიის მოთხოვნით, რუსული ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომის“ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დაშვება გააუქმა. ამის შესახებ Reuters LSE-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს ყველა რუსულ კომპანიას ამოიღონ უცხოური ბირჟებიდან და განათავსონ თავიანთი აქციები რუსულზე. კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს - ქვეყნის მთავრობას კვლავ შეეძლო აქციების უცხოურ ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების მიმოქცევის დაშვება. ასეთი მოთხოვნით რუსეთის მთავრობას მიმართა „გაზპრომმა“, მაგრამ 28 აპრილს უარი მიიღო.   

„გაზპრომი“ გაზის მიწოდებას დანიასაც უჩერებს

რუსული გაზის გიგანტი, „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მიწოდებას დანიასაც უჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დანიურმა კომპანიებმა Ørsted-მა და Shell Energy Europe-მ გაზის საფასურის რუბლში დაფარვაზე უარი თქვეს. Ørsted-მა 30 მაისს განაცხადა, რომ „გაზპრომს“ გაზის საფასურს რუბლში არ გადაუხდის. თანხის გადახდის ვადა 31 მაისს ამოიწურა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა და ფინეთმა უარი თქვეს მოსკოვის მოთხოვნაზე, გაზის საფასური „გაზპრომბანკში“ გახსნილი რუბლის ანგარიშებით გადაეხადათ, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაზის მიწოდება შეწყდა. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრობაზე უარი თქვა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში წარდგენაზე თანხმობა უკან გამოიწვია. ამის შესახებ რუსული მედია „გაზპრომის“ აქციონერთა ყოველწლიური კრებისთვის მომზადებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს შრიოდერის კანდიდატურა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდე წამოაყენეს. შრიოდერი იმ დროს როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ შრიოდერმა მაშინვე არ დატოვა როსნეფტი, რისთვისაც ის გერმანიაში გააკრიტიკეს. შრიოდერმა რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომის შესახებ მაისის მეორე ნახევარში განაცხადა. ამასთან, ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ ის არ იქნება წარდგენილი „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში, მაგრამ ჯერჯერობით ამის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა. გერჰარდ შრიოდერი გერმანიის მთავრობას 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ის ჩართული იყო რუსეთთან დაკავშირებულ პროექტებში, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის პროექტშიც.

რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. ამის შესახებ განცხადება რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ გაავრცელა და ამის მიზეზად გერმანული კომპანია Siemens-ის მიერ მილსადენის სარემონტო სამუშაოების გაჭიანურება დაასახელა. „გაზპრომის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშაობს სამი გასაქაჩი აგრეგატი. გაზის მიწოდების მაჩვენებელი 100 მილიონი კუბური მეტრის ფარგლებში იქნება. სრულყოფილი მუშაობისას „ჩრდილოეთის ნაკადით“ 24 საათში 167 მილიონი კუბური მეტრი გაზის გადაქაჩვაა შესაძლებელი.  „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.  

„გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება

რუსული მედიის ცნობით, ენერგოკომპანიებმა ავსტრიულმა OMV-მ, იტალიურმა Eni-მ, გერმანულმა Uniper-მა 15 ივნისს რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებაზე შეტყობინება მიიღეს. Eni-ს ეცნობა 15%-იანი მიწოდების შეწყვეტის შესახებ, Uniper-ს მიწოდება 25%-ით შეუმცირდება. OMV-ს არ უთქვამს, რამდენად შემცირდება მარაგი, მაგრამ, Uniper-ის მსგავსად, თქვა, რომ მას სხვა წყაროებიდან შეუძლია გაზის ჩანაცვლება.  რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა 14 ივნისს გაზპრომმა Nord Stream 1-ზე გაზის ნაკადის 40%-ით დღეში დაგეგმილი 167-დან 100 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირების შესახებ განაცხადა. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გაზპრომის გადაწყვეტილებას ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი აზრით, ამ გზით რუსეთი ცდილობს ევროპის გაზის ბაზრის დესტაბილიზაციას და ფასების აწევას. 14 ივნისიდან 16 ივნისამდე გაზის ფასი მეგავატზე ამსტერდამის ბირჟაზე 97-დან თითქმის 130 ევრომდე გაიზარდა. RBC-ის ცნობით, ენერგეტიკული კომპანიები OMV, Eni და Uniper ადრე შეთანხმდნენ რუსული გაზის გადახდის ახალ სქემაზე, რომელიც გაზპრომბანკში ორი ანგარიშის (ვალუტა და რუბლი) გახსნას ითვალისწინებს.  

„გაზპრომი“ „თურქული ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას აჩერებს

რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“, 2022 წლის 21 ივნისიდან 28 ივნისამდე „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ორივე კვანძზე გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გაზის მიწოდებას დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება. „გაზპრომის“ ცნობით, გაზის ტრანსპორტირების შეჩერება წინასწარ იყო შეთანხმებული ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მანამდე, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა  

1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის

დივიდენდების გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე „გაზპრომის“ აქციების ღირებულება 32%-ით დაეცა. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა კომპანიის წარმომადგენლის სერგეი კუპრინოვის ცნობით, „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ₽1,244 ტრილიონის დივიდენდის გაცემის შესახებ, აქციონერებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი გადაწყვეტილებით, შექმნილ ვითარებაში 2021 წლის დივიდენდების გაცემა არამიზანშეზონილია.  ამ გადაწყვეტილებას, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა და რუსული ენერგოგიგანტის აქციები მნიშვნელოვნად გაუფასურდა.  ცნობისათვის, 1998 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომპანიის აქციონერებმა დივიდენდების გადახდას მხარი არ დაუჭირეს.   

რუსეთში, „გაზპრომთან“ დაკავშირებული მეოთხე ტოპ მენეჯერი, გარდაცვლილი იპოვეს

სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, ვიბორგის რაიონში, საკუთარი აგარაკის ტერიტორიაზე ლოგისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვი გარდაცვლილი იპოვეს. ცნობილია, რომ მისი კომპანია რუსეთის ენერგოგიგანტის, „გაზპრომ“-ის ერთ-ერთი კონტრაქტორი იყო და დაკვეთებს არქტიკაში ასრულებდა. რუსული მედიის ცნობით, ვორონოვის ცხედარი და იარაღი აუზში იპოვეს. ბიზნესმენს, სასიკვდილო ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, ვორონოვმა თავი მოიკლა. რუსული მედია წერს, რომ 2020-2021 წლებში კომპანია „ასტრა-შიპინგ“-ის დანაკარგმა 160 მილიონი რუბლი შეადგინა. ცნობისათვის, 2022 წლის იანვარში, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად გარდაცვლილი ნახეს „გაზპრომ-ინვესტ“-ის ხელმძღვანელი ლეონიდ შულმანი, ხოლო თებერვალში - „გაზპრომ“-ის ერთიანი საგადასახადო ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ტულიაკოვი. ოფიციალური ვერსიით, ორივე მათგანმა თავი მოიკლა. 2022 წლის აპრილში, მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში „გაზპრომბანკ“-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაევის და მისი ცოლის და ქალიშვილის ცხედრები აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, ფინანსური კრიზისის ზღვარზე მყოფმა ავაევმა ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.  

მედია: უკრაინა კანადას მოუწოდებს, სანქციების ავლით „გაზპრომს“, გაზის ტურბინა არ გადასცეს

კანადის ხელისუფლება გეგმავს, გერმანიის თხოვნით, „გაზპრომის“ კუთვნილი ტურბინა სანქციების გვერდის ავლით  Nord Stream 1-ს დაუბრუნოს. ამ დროისთვის ტურბინა რემონტზეა კანადაში. ამის შესახებ უკრაინული მედია და Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერენ. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა Reuters-ის წყარომ უკრაინის მინენერგოდან განაცხადა, რომ სანქციები „გაზპრომისთვის“ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი დანადგარის  გადაცემას კრძალავს. „თუ ეს ფაქტი მოხდა, უკრაინული მხარე გეგმავს ევროპელ პარტნიორებს მიმართოს, რომ ამ მიდგომას კიდევ ერთხელ გადახედონ“, - წერს Reuters. ივნისის შუა რიცხვებში „გაზპრომმა“ Nord Stream 1-ით, გაზის მიწოდება 40%-ით შეამცირა და განაცხადა, რომ Siemens-მა გაზსაქაჩი აგრეგატი არ დაუბრუნა. თავის მხრივ, Siemens-ში განაცხადეს, რომ აგრეგატი კანადაშია რემონტზე და რუსეთთან მიმართებით, ამ ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციების გამო ვერ იბრუნებენ. ამის შემდეგ, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ, კანადას მოუწოდა, რომ  „გაზპრომს“ დანადგარი არ დაუბრუნოს. 7 ივლისს, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ტურბინა კანადიდან 11 ივლისისთვის უნდა დააბრუნონ. „მე ვიქნები პირველი, ვინც ვიბრძოლებ ევროკავშირის სანქციების შემდგომი ძლიერი პაკეტისთვის, მაგრამ ძლიერი სანქციები ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენონ რუსეთს და პუტინს, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას”, - თქვა მინისტრმა. მან დასძინა, რომ ის კანადას ტურბინის მიწოდებას არა რუსეთისთვის, არამედ გერმანიისთვის სთხოვდა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.

უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროები გამოხატავენ ღრმა იმედგაცრუებას კანადის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასცეს ნებართვა გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დასაბრუნებლად, რომელიც საჭიროა Nord Stream 1-ის გაზსადენისთვის. 2022-07-10 კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რუსეთის არმიამ დაბომბა საცხოვრებელი უბნები მიკოლაივში, ხარკოვში, კრივი რიჰში, ისევე როგორც სხვა დასახლებები ზაპორიჟიეში.  „რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა როგორც ტერორისტული სახელმწიფო, განზრახ ესხმოდა თავს სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებს. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ათობით დაშავდა", - აღნიშნეს სამინისტროში. აქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის კანადამ და გერმანიამ, უკვე დააწესეს სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობა მადლიერია ამ გადამწყვეტი ქმედებებისთვის. „ამავდროულად, კანადურ-გერმანული უახლესი შეთანხმება და მის საფუძველზე გამოცხადებული გადაწყვეტილება არის სანქციების რეჟიმის მორგება რუსეთის ახირებაზე. ეს საშიში პრეცედენტი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს და ექნება მხოლოდ ერთი შედეგი - ის გააძლიერებს მოსკოვის დაუსჯელობის განცდას“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ცნობილია, კანადამ გადაწყვიტა, გერმანიას დაუბრუნოს Siemens Energy AG-ის მიერ, კანადაში შეკეთებული გაზის ტურბინა, რომელიც Nord Stream 1-ის გაზსადენის სისტემაში გამოიყენებოდა. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის მთავრობის მიმართვის მიუხედავად, რომლის შეფასებით, ხსენებული ნაბიჯი ძირს უთხრის სანქციების რეჟიმს.

ანალენა ბერბოკი: გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს

გერმანია გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის ფედერაციიდან გაზის დეფიციტმა, საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს, - ამის შესახებ 11 ივლისს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა იაპონიაში ვიზიტისას, კოლეგა ესიმასო ჰაიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება „თუ გვექნება ნაკლები ენერგია, გვექნება ნაკლები თბომომარაგება. ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ რესურსების თანაბარი გადანაწილება მოხდეს“, - განაცხადა ბერბოკმა. ამასთან, მან უარყო მოთხოვნა, რომ ჯერ არ გამორთონ სამი გერმანული ატომური ელექტროსადგური ქსელიდან. „რუსეთი არაპროგნოზირებადია, არა მხოლოდ უკრაინასთან ომის შემთხვევაში, არამედ ენერგომატარებლების მოწოდების შემთხვევაშიც არ იცავს წესებს“, - აღნიშნა ბერბოკმა. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. გაზპრომის შვილობილი კომპანია, Nord Stream AG აცხადებს, რომ მიწოდების შეჩერების მიზეზი ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

Eni: „გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა

იტალიის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Eni-ის ცნობით, Gazprom-მა იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა „გაზპრომი დღეში დაახლოებით 21 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მოგვაწვდის, ნაცვლად ბოლო დღეებში მიღებული დაახლოებით 32 მილიონი კუბური მეტრისა", - ნათქვამია Eni-ის განცხადებაში. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა იტალიის ეკოლოგიური განვითარების მინისტრის, რობერტო ჩინგოლანის თქმით, იტალია ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულება უახლოეს მომავალში კიდევ უფრო შეამციროს და პარალელურად, ზამთრისთვის რეზერვები შეავსოს. „წლის უკანაკნელ თვეებში, მარაგების 90% აუცილებლად უნდა შევავსოთ. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი ახალი მომწოდებლების რაოდენობა გაიზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ 2024 წლის მეორე ნახევრისთვის რუსული მომწოდებლებისგან მნიშვნელოვნად დამოუკიდებლები გავხდეთ, თუმცა 2022 წლის ზამთარი, ცოტა უფრო მეტად რთული იქნება", - თქვა ჩინგოლანიმ. იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.

„გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა

რუსული გაზის გიგანტი, „გაზპრომი“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ აცხადებს. ამის შეახებ რუსული მედია გაზის კონცერნზე დაყრდნობით წერს. შედეგად გზსადენის დატვირთვა კიდევ 20% შემცირდება.  გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება „ტურბინის ექსპლუატაცია შეჩერებულია კაპიტალური რემონტის საჭიროების გამო, ძრავის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით“, - აცხადებენ გაზპრომში. 27 ივლისიდან დღე-ღამეში გაზის ამოტუმბვის მაჩვენებელი 33 მილიონი კუბური მეტრი იქნება. Nord Stream1-ის სიმძლავრე (გატარების მაჩვენებელი) დღე-რამეში 170 მილიონი კუბური მეტრია. 21 ივლისიდან, 10 დღიანი შეჩერების შემდეგ გაზსადენი მხოლოდ 40%-ით დაიტვირთა. 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, Nord Stream1-ით გაზის მიწოდება გეგმიური რემონტის გამო ოფიციალურად შეწყდა. ევროპაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უარი თქვას მიწოდების განახლებაზე და სანქციების მოხსნის მიზნით, შანტაჟს მიმართოს. მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს. უკრაინამ დაგმო კანადის ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. „კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ.

ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა და ერთი მეგავატ/საათის ღირებულებამ 223,85 ევრო შეადგინა.  ანალიტიკოსების შეფასებით, გაზის ფასის ზრდაზე გავლენა „გაზპრომის“ განცახდებამ მოახდინა. რუსული გაზის გიგანტმა განაცახდა, რომ 27 ივლისს, კიდევ ერთი ტურბინის გაჩერების გამო, „ჩრდილოეთი ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდების მაჩვენებელი 40%-დან 20%-მდე შემცირდება.  ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია  დღევანდელი ვაჭრობა ნიდერლანდების ვირტუალურ პლატფორმაზე 210,25 ევროს ნიშნულიდან გაიხსნა. 09:40 სააზე ბუნებრივი გაზის მეგავატ/საათის ღირებულება 12%-ით გაიზარდა და 223,85 ევრო შეადგინა, რაც 2022 წლის მარტის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.  11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.  21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.   

ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა

ავსტრიის უმსხვილესმა ოპერატორმა RAG Austria AG-მა რუსულ „გაზპრომს“, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი გაზსაცავის მართვის უფლება საბოლოოდ ჩამოართვა.   ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა ავსტრიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ბუნებრივი გაზის დეფიციტის გამო მიიღო. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში გაზის დეფიციტის დროს, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, გაზსაცავების მართვა ადგილობრივ ოპერატორებს გადასცეს. ამასთან, „გაზპრომის“ მიერ ობიექტის მართვისას გაზსაცავი ცარიელი იყო. ავსტრიის უმსხვილესი ოპერატორის მართვაში გადასვლის შემდეგ, გაზსაცავის შევსება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება.  11 ივლისიდან, რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.  21 ივლისს, რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.     

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. როგორც რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ Telegram-ზე წერს, ლატვიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების მიზეზი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებია. ცნობისთვის, ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ მოსკოვი ენერგორესურსებს შანტჟისთვის იყენებს. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა.  21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.  ამასთან, რუსულმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა პოლონეთში, ბულგარეთში, ფინეთში, დანიასა და ნიდერლანდებში. ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზად დასახელდა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე უარი განაცხადეს. ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.   ასევე წაიკითხეთ: ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ლატვიის ეკონომიკის სამინისტრო: „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტას, მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება

ლატვიის ეკონომის მინისტრის ილზე ინდრიკსონეს განცხადებით, „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტას მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.   BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ლატვიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა „გაზპრომის“ განცხადება კანონზომიერია, მაგრამ ამას ლატვიელი მომხმარებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ილზე ინდრიკსონემ. მისი თქმით, რუსული გაზის გიგანტის რეაქცია Latvijas Gāze-ს განცხადებამ განაპირობა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლის ნაცვლად ევროთი დაფარავდა.   ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა „ჩვენ უკვე კარგა ხანია აღარ გვაქვს იმედი, რომ რუსული გაზის მიწოდება უწყვეტი იქნება. ჩვენთვის ახლა პრიორიტეტულია კლაიპედის ტერმინალი, ამასთან ვმუშაობთ გაზის ალტერნატიულ მომწოდებლებთან. „გაზპრომის“ ეს ნაბიჯი ჩვენთვის არსებითად არაფერს ცვლის“, - აღნიშნა ილზე ინდრიკსონემ.    ცნობისთვის, პირველი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვდა. ამისთვის უცხოელ მყიდველებს ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გაეხსნათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება“.   

უკრაინაში ომის დაწყებიდან „გაზპრომმა“, გაზის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა

2022 წლის 6 თვეში, რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ 262,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც (12%) 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,8 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.  რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უცხოეთის ქვეყნებში ექსპორტმა 75,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,7%, 40 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია.   1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის ამასთან, შემცირებულია მოთხოვნა გაზსა და გაზის ტრანსპორტირების სისტემებზე შიდა ბაზარზე. კლებამ 2% (3 მილიარდი კუბური მეტრი) შეადგინა.  

ცნობილია, რა მოცულობის გაზს აწვდის „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით

რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ ევროპას უკრაინის გავლით, ტრანზიტით დღე-ღამეში 41,4 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდის.  რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს როგორც „გაზპრომის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომპანია უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისთვის რუსულ გაზს აწვდის უკრაინული მხარის მიერ დადასტურებული ოდენობით „სუჯას“ მილსადენით. 1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის 13 აგვისტოს მდგომარეობით დღე-ღამეში უკრაინის გავლით, ევროპაში 41,4 მილიონ კუბური მეტრი გაზი ტრანსპორტირდა. „გაზპრომის“ ცნობით, „სოხანოვკას“ გავლით გაზის ტრანსპორტირებაზე უკრაინული მხარის განაცხადი უარყოფილია.   

„გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა

გაზის ფიუჩერსების ფასმა ბირჟებზე, ათას კუბურ მეტრზე $2500 გადააჭარბა, მას შემდეგ, რაც რუსულმა „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ზამთარში შესაძლოა, 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი $4000 -მდე გაიზარდოს.  ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე $2 500-ზე მეტი, ათას კუბურ მეტრზე მარტის დასაწყისში, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შიშის ფონზე (რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულია) დაფიქსირდა. იმის მიუხედავად, რომ გაზის ემბარგო ევროკავშირის სანქციების ფარგლებში არასოდეს ყოფილა განხილული, რუსეთმა ბლოკის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება დამოუკიდებლად დაიწყო. ამრიგად, ტრანზიტი უკრაინული GTS-ით და Nord Stream-ით საგრძნობლად დაეცა. რუსეთმა შეწყვიტა გაზის მიწოდება იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც გაზის საფასურის რუბლში დაფარვაზე უარი თქვეს.  ივლისის ბოლოს, გაზის ფასი ევროპაში 1000 კუბურ მეტრზე $2300-მდე გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Siemens-ის ტურბინა შეწყვეტს მუშაობას, რის შედეგადაც 27 ივლისიდან Nord Stream 1-ით მიწოდება დღე-რამეში 33 მილიონ კუბურ მეტრს გაუტოლდა. რაც გაზსადენის სიმძლავრის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.     

„გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს

რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“ ევროპას გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს. „გაზპრომი“ მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს. „გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდება ევროპას 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას გაზის მიწოდების მოცულობა შეუმცირა.  შეგახსენებთ, რომ კანადამ გერმანიას Siemens-ის განახლებული ტურბინა 17 ივლისს გაუგზავნა.  Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა.  

„გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. კომპანიის მტკიცებით, „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურის Trent 60-ის აგრეგატზე ზეთის გაჟონვა დააფიქსირეს. მათივე განცხადებით, პრობლემის აღმოფხვრამდე, გაზის ტრანსპორტირება Nord Stream-ით მთლიანად შეჩერებულია. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC    

ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს

2022 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს, მათ შორის დიდმა ბრიტანეთის ჩათვლით, ეს მაჩვენებელი 49%-ია. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს ინფორმაციას ევროპის ბაზარზე გაზის ექსპორტის მაჩვენებლების შემციების შესახებ, რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი ავრცელებს“.  „წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთ ბაზარზე რუსული გაზის მიწოდება 48%-ით შეამცირეს, დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით - 49%-ით“, - ნათქვამია განცხადებაში. Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა  

„გაზპრომმა“ გაზის წარმოება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა.   რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს გაზპრომმა, კომპანიის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 300,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი  აწარმოა. რაც 15,9 პროცენტით (56,8 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. შიდა ბაზარზე კომპანიის გაზზე გადამცემი სისტემიდან მოთხოვნა ამ პერიოდში 3,3 პროცენტით (5,4 მილიარდი კუბური მეტრით) შემცირდა. Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 84,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც - 38,8 პროცენტით (53,7 მლრდ კუბური მეტრით) ნაკლები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „გაზპრომი“ გაზს დადასტურებული შეკვეთების მიხედვით აწვდის. ამასთან, გაზის ექსპორტი ჩინეთში იზრდება Power of Siberia გაზსადენის მეშვეობით გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტით. სექტემბერში მიწოდება რეგულარულად სცილდება დღიური კონტრაქტის რაოდენობას. „10 სექტემბერს დღიური ექსპორტის მოცულობის ახალი ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა“, - აცხადებენ კომპანიაში. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, 13 სექტემბრის მდგომარეობით, ევროპის UGSF-ებში გაზის მარაგი 58,4 მილიარდი კუბური მეტრით შეივსო.  2019/2020 წლების გატანის სეზონის დასაწყისში UGS-ის დაკავების დონის მისაღწევად, კომპანიებს მოუწევთ კიდევ 14 მილიარდი კუბური მეტრის ამოტუმბვა.   

რუსულ „გაზპრომს“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეუმცირდა

რუსულმა „გაზპრომმა“ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 313,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან დაკავშირებით, 17,1%-ით ნაკლებია. ინფორმაციას კომპანიის პრეს-სამსახური ავრცელებს.   ამასთან, ანალოგიურ პერიოდში რუსული გაზის ექსპორტი 40,4%-ით დაეცა (58,9 მილიარდამდე, მანამდე 86,9 მილიარდს შეადგენდა).  ამავდროულად, „გაზპრომის“ თანახმად, გაზის ექსპორტი ჩინეთში ციმბირის ძალის გაზსადენით იზრდება. (გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე). „მომარაგება რეგულარულად აჭარბებს დღიურ სახელშეკრულებო რაოდენობას. სექტემბერში ორი ისტორიული მაქსიმალური დღიური ექსპორტი დაფიქსირდა მიწოდების მთელი პერიოდის განმავლობაში", - ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ რუსული „გაზპრომის“ მიერ გაზის წარმოება წლის დასაწყისიდან და 15 ივლისამდე 10,4%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში 33,1%-ით.     

რუსულმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი შეამცირა

რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომს“ ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით, ხოლო წარმოება - 18,6 პროცენტით შეუმცირდა.  1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის კომპანიის ცნობით, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში „გაზპრომმა“, წინასწარი მონაცემებით, 344 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოვა, რაც გასულ წელთან შედარებით, 18,6 პროცენტით ნაკლებია.  რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 2022 წლის 10 თვეში 91,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით ნაკლებია.  „გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში, ჩინეთში, გაზის ექსპორტი Power of Siberia გაზსადენის მეშვეობით გაიზარდა. მიწოდება რეგულარულად სცილდება დღიურ სახელშეკრულებო რაოდენობას“, - ნათქვამია ჰოლდინგის განცხადებაში.  

„გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება

რუსული გაზპრომი უკრაინას ტრანზიტული გაზის „გაუჩინარებაში ადანაშაულებს“ და აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან ევროპაში უკრაინის გავლით მიწოდებას შეამცირებს. უკრაინის მეშვეობით „გაზპრომი“ აგაზის ძირითად მოცულობას ევროკავშირს აწვდის, რომელთანაც ერთ წელზე მეტია ენერგეტიკულ ომს აწარმოებს და ასევე მცირე მოცულობებს აგზავნის მოლდოვაში. უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გაზის „გაუჩნარების“ ბრალდებებზე. უკრაინული ტრანზიტი, Nord Stream გაზსადენზე აფეთქებების შემდეგ, ერთ-ერთი დარჩენილი მარშრუტია, რომლითაც ევროკავშორი რუსულ გაზს იღებს. უკრაინული ტრანზიტის გარდა, თურქეთზე გადის სამხრეთის დერეფანიც, რომლის გავლითაც ევროკავშირისთვის დაახლოებით იგივე ოდენობის გაზის მიწოდება ხდება, რასაც უკრაინის ტრანზიტით იღებს.   

უკრაინა უარყოფს „გაზპრომის“ განცხადებას, რომ მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზი, ტრანზიტისას „გაქრა“

უკრაინის GTS ოპერატორი უარყოფს გაზპრომის განცხადებას, რომ რუსული გაზი, რომელიც განკუთვნილია მოლდოველი მომხმარებლების მიწოდებისთვის, კომპანია Moldovagaz-თან დადებული ხელშეკრულებით, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისას „გაქრა“. „გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება ამის შესახებ Ukrinform-ი OGTSU-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი გაზს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს. ეს არის ფაქტების უხეში მანიპულირება, რათა გაამართლოს თავისი გადაწყვეტილება, შეზღუდოს გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის", - თქვა ოლგა ბელკოვამ, რომელიც მთავრობასთან, სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ხელმძღვანელობს.  

გერმანულმა ენერგოკომპანია Uniper-მა, „გაზპრომის“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა

გერმანულმა ენერგეტიკული კომპანია Uniper-მა განაცხადა, რომ სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შპს „გაზპრომ ექსპორტის“ წინააღმდეგ საარბიტრაჟო წარმოება დაიწყო. კომპანია „გაზპრომისგან“ ითხოვს ანაზღაუროს ის ზარალი, რომელიც „უნიპერმა“ ივნისიდან რუსული გაზის ნაკლებობის გამო განიცადა. რადგან კომპანიას სხვა მწარმოებლებისგან გაზის ყიდვა „გაბერილ ფასებში“ უწევდა. Uniper-მა ზარალი 11,6 მილიარდ ევროდ შეაფასა. როგორც კომპანიაში ადრე ითქვა, 2022 წლის სამი კვარტლის შედეგების მიხედვით, მისმა წმინდა ზარალმა 40 მილიარდი ევრო შეადგინა. აქ იგულისხმება როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ზარალიც.  „გაზპრომ ექსპორტმა“ განაცხადა, რომ „არ აღიარებს კონტრაქტების დარღვევას და Uniper-ის მიერ გამოცხადებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერებას“, წერს ინტერფაქსი. „ამჟამად ჩვენ ვსწავლობთ მიღებულ სარჩელს და დავიცავთ ჩვენს ინტერესებს საკანონმდებლო ჩარჩოში“, - აცხადებენ „გაზპრომ ექსპორტში“. უნიპერი, წარსულში რუსული გაზის უმსხვილეს მყიდველად ითვლებოდა. 14 ივნისს რუსეთმა Uniper-ისთვის გაზის მიწოდების შემცირება დაიწყო და აგვისტოს ბოლოს მთლიანად შეაჩერა. 2022 წლის ზაფხულში „გაზპრომმა“ შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება Nord Stream 1-ის გაზსადენით და სექტემბრის დასაწყისში მისი ფუნქციონირება მთლიანად შეაჩერა. სექტემბრის ბოლოს ბალტიის ზღვაში Nord Stream სისტემის გაზსადენებმა აფეთქებების გამო გაჟონვა აღმოაჩინეს.  

სტამბულში, ერდოღანისა და გაზპრომის ხელმძღვანელის დახურული შეხვედრა შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი მიიღო. ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა სტამბულში, ვაჰტედინის რეზიდენციაში შედგა. ერდოღანი: თურქეთი რუსული გაზის ევროპაში განაწილებას უზრუნველყოფს მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა.  ასევე წაიკითხეთ:  „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის  

მოლდოვა გაზპრომის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

მოლდოვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ტრანსნაციონალურ „გაზპრომს“ უჩივლოს, რადგან რუსულმა კომპანიამ ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. განაცხადა მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ადვოკატები უკვე ამზადებენ შესაბამის მიმართვას. „გაზპრომი“ არის დამნაშავე იმაში, რომ იძულებულები ვართ ვიყიდოთ გაზი და ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, რადგან მათი გადაწყვეტილებების გამო, ჩვენ იძულებულნი ვართ გადავიტანოთ თანხები, ავიღოთ სესხები... ისინი უბრალოდ უგულებელყოფენ თავიანთ ვალდებულებებს და შესაბამისად უნდა გადაიხადონ“, - აღნიშნა სპინუმ. მისივე თქმით, გაზპრომმა დაკარგა სანდო პარტნიორის რეპუტაცია.  

მედია: გაზპრომისა და როსნეფტის თანამშრომლებს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ

რუსული ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიების ზოგიერთ თანამშრომელს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალა, ირწმუნება რუსული მედიაგამომცემა „ვიორსტკა“ „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ წყაროებზე დაყრდნობით. პირველ შემთხვევაში საუბარია ყველა თანამშრომელზე, მეორეში - მხოლოდ ხელმძღვანელობაზე. „არაოფიციალურად აგვიკრძალეს“ გამგზავრება „თუნდაც თურქეთში“ და ეს ეხება თანამშრომლების უახლოეს ნათესავებსაც კი - მეუღლეებსა და შვილებს, - განუცხადა გამოცემას „გაზპრომის“ სანქტ-პეტერბურგის ოფისის საშუალო რგოლის მენეჯერმა. „ბევრმა უკვე იყიდა ბილეთები და დაჯავშნა სასტუმროები საახალწლო არდადეგებისთვის. მაგრამ სამკურნალოდ წასვლაც კი არ შეიძლება, რომ აღარაფერი ვთქვათ შვებულებაში. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა", - ციტირებს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.  მენეჯმენტისთვის მსგავსი აკრძალვა მოქმედებს „როსნეფტშიც“, - წერს „ვიორსტკა“, რომელიც სახელმწიფო კომპანიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეყდრნობა. წყაროს განმარტებით, აკრძალვა ჯერჯერობით მხოლოდ მაღალ ხელმძღვანელობას ეხება. „როსნეფტმა“ და „გაზპრომმა“ ეს ბრალდებები არც დაადასტურეს და არც უარყვეს.  შეგახსენებთ, რომ ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ განიხილა საზღვარგარეთიდან დისტანციური მუშაობის შესაძლო აკრძალვა „სენსიტიური“ უბნების მუშაკებისთვის. „ეს ინიციატივა, რომელიც პირდაპირ კავშირშია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან“, - წერს მედია.  

„გაზპრომის“ ექსპორტმა, XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია

რუსული „გაზპრომის“ ექსპორტი 2022 წელს თითქმის განახევრდა - XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ ევროპისკენ გაზის ნაკადი საგრძნობლად შემცირდა. წელს რუსულმა გაზის გიგანტმა 100,9 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გაყიდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. ეს 2021 წლის მაჩვენებელზე  46%-ით ნაკლებია.  ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის რიგ ქვეყნებში შეჩერდა რუსული გაზის ტრანზიტი, იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. გარდა ამისა, მილსადენის თითქმის ყველა ძირითადი მარშრუტი, რომლითაც რუსული გაზი ამარაგებს, გარკვეულწილად დაზარალდა. ახლა რუსული გაზი ევროპას მიეწოდება მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვრის ერთ-ერთი პუნქტით და თურქეთის გავლით [უნგრეთსა და სერბეთამდე] „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ერთი ხაზით.