ირანში, თეირანის სამხრეთით მდებარე მთებში სულ მცირე 10 მთამსვლელი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის პოლიტიკური აქტივისტი, აკადემიკოსი, ექიმი და ინსტრუქტორი არიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მაშველებმა 14 ალპინისტი გადაარჩინეს, თუმცა 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამძებრო ოპერაცია ღამით შეჩერდა და ვარაუდობენ, რომ დღეს განახლდება.
ალბორზის ქედი მთამსვლელებსა და მოთხილამურეებში პოპულარობით სარგებლობს. ტრაგედიას ზვავს და ქარბუქს უკავშირებენ.