საბჭოთა ჯაშუში, ორმაგი აგენტი, ჯორჯ ბლეიკი გარდაიცვალა

რუსული მედიის ცნობით, ჯორჯ ბლეიკი, MI6- ის ყოფილი ოფიცერი და ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუში, ორმაგი აგენტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საბჭოთა ჯაშუში 9 წლის განმავლობაში ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურიდან საბჭო კავშირს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა. 1960 წელს ბლეიკი დააპატიმრეს ლონდონში, მაგრამ 1966 წელს პატიმრობას თავი დააღწია და რუსეთში გაიქცა.

მისი გარდაცვალება, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) პრეს ბიუროს ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა დაადასტურა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით ბლეიკი „განსაკუთრებული გამბედაობის პროფესიონალი“ იყო.

ჯორჯ ბლეიკის მიერ გადაცემულმა ინფორმაციამ გამოიწვია ბრიტანეთის, MI6-ის 40 აგენტის გამოაშკარავება.