ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს

"დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ყირიმ-კონგოს ე.წ. ენდემური კერები გვაქვს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხაშურში და კიდევ რამდენიმე რეგიონში. აქტიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რადგან პარალელურად ხდება შინაური ცხოველების დამუშავება. ახლა ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს სახელწოდებით ცნობილი დაავადება ერთ-ერთი მძიმე დაავადება, რომელიც ადამიანზე ცხოველიდან გადადის.