პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მისვლის საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. „კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.
ეს კომენტარი ღარიბაშვილმა გრუშევსკის სახელობის სკოლაში გააკეთა, სადაც უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეებს შეხვდა.
„ლელოს" საპარლამენტო გუნდი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს.
„ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაბარებულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციებზე და სატელეფონო ჩანაწერების შესახებ“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.