სლოვაკეთმა და უნგრეთმა კოლეგებს დაასწრეს და ვაქცინაცია ესპანეთსა და საფრანგეთზე ერთი დღით ადრე დაიწყეს.
გერმანიამაც გადაწყვიტა ვაქცინაცია, ოფიციალურ თარიღამდე ერთი დღით ადრე დაეწყო და შაბათს მოხუცთა თავშესაფრის რამდენიმე ბენეფიციარი აცრა. უნგრეთმა Pfizer-BioNTech- ით ვაქცინაცია დედაქალაქიდანვე დაიწყო.
სლოვაკეთში, პირველმა ვაქცინა ინფექციონისტმა და მთავრობის პანდემიის კომისიის წევრმა მიიღო, შემდეგ კი მისი კოლეგები აიცრნენ.
საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, პორტუგალია და ესპანეთი კვირას დაიწყებენ მასობრივ ვაქცინაციას, პრეპარატს ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკები მიიღებენ.
ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს გერმანიასა და სლოვაკეთში.