ნეთანიაჰუმ მაროკოს მეფე ისრაელში მიიწვია

ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, მაროკოს დელეგაცია ისრაელში ჩავა, რათა ორივე მხარემ, ახლად დალაგებულ ურთიერთობებზე მოლაპარაკებები განაგრძონ.

ნეთანიაჰუმ მოჰამედ VI- ს ესაუბრა, მან მაროკოს მეფე ქვეყანაში მიიწვია. პრემიერის თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ მაროკოს დელეგაცია თელ-ავივში ჩავა, რათა მოლაპარაკებები ბოლომდე მიიყვანონ.

Reuters-ის სააგენტო ეცადა, მაროკოს მთავრობის სპიკერთან დაკავშირებას, თუმცა მათი თქმით, კომენტარის გაკეთება ვერ მოხერხდა. დიპლომატიურმა წყარომ, რომელიც ანონიმურობას მოითხოვს, განაცხადა, რომ დელეგაციის შეხვედრის დრო და შემადგენლობა ჯერ არ არის განსაზღვრული. .

პალესტინისგან განსხვავებით, მაროკო არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინისა და სუდანის მაგალითზე,ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების გეგმავს. პალესტინა აღნიშნულ ინიციატივას ღალატად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისრაელი პირველ რიგში ვალდებულია, მათი ტერიტორიული მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ვიდრე სხვა არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზირებას ეცდება.