ევროკავშირი უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადს დროებით აუქმებს

ევროკომისიამ უკრაინასთან დროებითი "ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები" მიიღო, რაც ყოველგვარ იმპორტზე დამატებითი გადასახადების, ტარიფებისა და კვოტების განსაზღვრული ვადით მოხსნას გულისხმობს.

„ეს დროებითი და განსაკუთრებული ზომები ხელს შეუწყობს უკრაინიდან ევროკავშირში იმპორტის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას". - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისია აცხადებს, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში, რაც ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინას შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონას წარმოქმნის.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ იმპორტის გადასახადის დროებით 0-მდე შემცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  სამრეწველო და სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს - უკრაინიდან ევროკავშირში. 


ასევე წაიკითხეთ