სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას სოლიდარობას უცხადებს: ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია.

„ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას! ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.


სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.