ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია, - ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი Twitter-ზე წერს.
„ინდონეზიის პრეზიდენტს ჯოკო ვიდოდოს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამო, განსაკუთრებით, გაეროში გამოხატული მკაფიო პოზიციისთვის. განვიხილეთ სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. ვაფასებ, ჩემს მიწვევას „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა. ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრა 15-16 ნოემბერს კუნძულ ბალიზე გაიმართება.