1,000 ბრიტანელი ჯარისკაცი, საშობაო დღეებს ბრიტანეთის საპორტო ქალაქ დოვერში გაატარებს, რათა სატვირთო მანქანების მძღოლებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარონ.
პორტში, ჯარისკაცების დამატებითი რაოდენობის ჩასვლამდე უკვე იყო 300 სამხედრო, რომლებიც აღნიშნული დავალებისთვის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალურად გაგზავნა.
სამხედრო მოსამსახურეების ჩარევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამის გამო ქვეყანასთან მიმოსვლა რამდენიმე ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ გააუქმა. მათ შორის საფრანგეთმაც, რომელსაც გაერთიანებული სამეფო სწორედ დოვერის პორტით უკავშირდება.
საფრანგეთის მთავრობამ რამდენიმე დღეში გააუქმა გადაწყვეტილება და სატვირთოს მძღოლებს ქვეყანაში შესვლის ნებართვა მისცა, თუ მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებოდათ.