კვიპროსის სასწავლო ფრენის დროს ბრიტანული სამხედრო დრონი ჩამოვარდა

დიდი ბრიტანეთის, სამხედრო ტიპის დრონი, რომელსაც ამჟავამად ქვეყანა სუეცის არხის მონიტორინგისთვის იყენებს, კვიპროსში სასწავლო ფრენების დროს ჩამოვარდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

კრიტიკოსების თქმით, უპილოტო თვითმფრინავს არ ჰქონდა უნარი ცუდ ამინდში მუშაობის და მათი თქმით, ის 2014 წლიდან, 2018 წლამდე თითქმის ხუთჯერ ჩამოვარდა. სამხედრო უპილოტო ხომალდების პროგრამაში ბრიტანეთის მთავრობამ დაახლოებით 1 მილიარდი ფუნტი დახარჯა, თუმცა დრონი, ისევე როგორც სამხედრო პროგრამა მრავალი კრიტიკის სამიზნე აღმოჩნდა.

დანიშნულება შეცვლილ დრონს, უკვე სასაზღვრო კონტროლისთვის იყენებენ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „Drone Wars Uk”-ის (დრონების ომი; დიდი ბრიტანეთი) დამაარსებლის ქრის კოულის თქმით, სულ მალე მთავრობამ სამხედრო დრონებს საშინაო პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებს.