პრეზიდენტი მაია სანდუს ტელეფონით ესაუბრა: ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოველ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა მაია საუნდუსთან სატელეფონო საუბრისას მოლდოვის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

კონგრესში ყოფნისას, სატელეფონი ზარი მქონდა პრეზიდენტ მაია სანდუსთან მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე. საქართველო სოლიდარულია მოლდოვას მიმართ - ჩვენ საერთო ევროპული გზა გვაერთიანებს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის Twitter პოსტში.

თავის მხრივ, მაია სანდუმ საქართველოს, სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტს ვესაუბრე. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს მოლდოვისადმი გამოჩენილი სოლიდარობისთვის, მთელი რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში“, - წერს მაია სანდუ.

ცნობისთვის, სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.


ამავე თემაზე